ხარისხის კონტროლის, ტექ. მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი

თბილღვინო
Administration
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12


"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2; პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს კახეთში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყურძნის ხარისხის, ღვინის წარმოების და შენახვის, წარმოების სივრცეების და დანადგარების ხარისხის კონტროლის მეთოდების და მიდგომების დახვეწა-განვითარება. ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება გეგმიურად და არაგეგმიურად;
  • ვენახის მოვლის კონტროლი, შერჩევითი საკონტროლო ვიზიტების განხორციელება და პრობლემების გამოვლენა;
  • რთველის პროცესის მონიტორინგი და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  • HACCP-ის გუნდის ორგანიზება და მართვა;
  • ახალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • მანქანა დანადგარების, საწარმოო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი, რეცხვა -დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი. პრობლემების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
  • საწარმოში არსებული ხელსაწყოების სასწორების მუშაობის სიზუსტის კონტროლი, შესაბამისი მონაცემთა ჩანაწერების წარმოების კონტროლი;
  • მიღებული დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლის ფორმების წარმოება და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი ფორმების წარმოება და მათი გამოსასწორებელი გზების გატარების კონტროლი.
  • საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის და სინათლის კონტროლი, უცხო პირთა შესვლის კონტროლი;
  • საბოლოო პროდუქტების ვიზუალის, დიზაინის შემოწმება და დარღვევების გამოვლენა;
  • ჩამოსხმული პროდუქციის შენახვის პირობების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
  • წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი, სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი. წარმოების შემდგომ დანადგარების რეცხვის და წმენდის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • პერსონალის მიერ სტანდარტების ცოდნის შემოწმება და დაცვის კონტროლი;
  • კონტროლის გეგმის შემუშავება -გეგმიური და რეგულარული მოქმედებებისა და არაგეგმიური მოქმედებების განხორციელების გრაფიკის დადგენა და დამტკიცება ხელმძღვანელთან. შემუშავებული მექანიზმების რეგულარულად გატარება დადგენილი გეგმის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სხვა მასალების წარმოება;
  • დარღვევების გამოვლენის შემთხვევების დეტალური აღრიცხვა, დაფიქსირება, დოკუმენტირება
  • დარღვევების აღმოფხვრის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დარღვევების აღმოფხვრის გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისობაში ყოფნის მონიტორინგი;
  • ღვინის დეგუსტაციებისა და გემური თვისებების კონტროლის სამუშაოების ორგანიზება როგორც შიდა კადრების, ისე გარე ექსპერტებისა და სომელიეების მონაწილეობით;
  • ხელძღვანელისაგან განსაზღვრულ პრიორიტეტებზე კონტროლის მექანიზმებისა და გეგმის შემუშავება და გაძლიერება;
  • დაქვემდებარებული ერთეულების დაკომპლექტება, სწავლება, მხარდაჭერა და მოტივირება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • გუნდის მართვის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური C2;
  • რუსული C2;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები:

  • გუნდის მართვისა და დავალებების დელეგირების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დავალებების სწორად გადანაწილება;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 15 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.