ბუღალტერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
Accounting
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • ძირითადი საშუალებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ძირითადი საშუალებების სტანდარტების ცოდნა;

მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
  • ​დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება;
  • გადარიცხვების წარმოება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 13 დეკემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!