ტენდერების მენეჯერის ასისტენტი

AWARD HOLDING
Procurement
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12
1200


AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს ,,AWARD’’, „ევორდ დრილინგი“, „ევორდ ფექტორი“, „ევორდ ტრანსპორტი“ და სამშენებლო კომპანია „მამისონი“.

შპს ,,AWARD’’ აცხადებს ვაკანსიას ტენდერების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

პირობები:

  • თანამდებობრივი სარგო:1200 ლარი
  • ადგილების რაოდენობა: 1
  • მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

  • სახელმწიფო ონლაინ პლატფორმებზე გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
  • სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, (დოკუმენტების მოძიება და წარდგენა, კონკურენტუნარიანი ფასის შეთავაზება, ვაჭრობა, დაზუსტება);
  • შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის განთავსება/ვადების კონტროლი;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მართვა (გარანტიების,წერილების,შესრულებების მონიტორინგი);
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

განათლება:

  • უმაღლესი განათლება.

აუცილებელი სამუშაო გამოცდილება:

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ექსელის მაღალ დონეზე ფლობა.

უცხო ენები:

  • ინგლისური (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:      
 პროგრამის დასახელება ცოდნის დონე

  • Microsoft Office ძალიან კარგი
  • Microsoft Excel ძალიან კარგი

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
  • პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@award.ge

შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/12/2020.

გისურვებთ წარმატებას!