ადმინისტრაციული მენეჯერი

AWARD HOLDING
Administration
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12
1500


ევორდ დრილინგი რამდენიმე წელია წარმატებით მოღვაწეობს სამშენებლო-საინჟინრო სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითად მიმართულებას ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბურღვითი სამუშაოები, წყალსადენი, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების  პროექტირება-მშენებლობა წარმოადგენს.

ევორდ დრილინგი აცხადებს ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსიას.

პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაცია: შპს ,,ევორდ დრილინგი’’

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

მუდმივი სამუშაო ადგილი:კომპანიის სათაო ოფისი

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

თანამდებობრივი სარგო: 1500 GEL                  

ფუნქციები:

  • კომპანიის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მონიტორინგი.
  •  ბრძანების, ინვოისის, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის და ა.შ  წარმოება, აღრიცხვა და დაარქივება;
  • კომპანიის დოკუმენტაციის ელექტრონული შტამპითა და ხელმოწერით დამოწმება;
  • ოფისის ყოველთვიური არენდისა და კომუნალური გადასახადები მართვა;
  • ოფისის სამეურნეო და ტექნიკური საჭიროებების დარეგულირება, მარაგების ხარჯვის კონტროლი და შევსება საჭიროების შესაბამისად, შესყიდვების  პირადად განხორციელება;
  • დირექტორთან შეთანხმებით კომპანიის პიართან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვა, კერძოდ: სარეკლამო-საინფორმაციო სააგენტოებთან ურთიერთობა, სოციალურ ქსელებსა და ოფიციალურ ვებ. გვერდზე ინფორმაციის განთავსება;
  • კომპანიის წარმომადგენლობითი ფუნქციის შეთავსება დაინტერესებულ პირებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;

სამუშაო გამოცდილება:  

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.

უცხო ენები:  

  • ინგლისური ენის ვერბალური და წერითი ნაწილის გამართულად ფლობა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:       

პროგრამის დასახელება ცოდნის დონე

  • Microsoft Office ძალიან კარგი
  • Microsoft Excel  კარგი

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
  • პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@award.ge

შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/12/2020.

გისურვებთ წარმატებას!