ინტერნეტ მაღაზიის მენეჯერი

Grand Electronics
Manager
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12


ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და „Grand Electronics”-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში. შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილისა ისთ-ფოინთისა და სითი მოლის ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით „გრანდ ელექტრონიქსი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერნეტ მაღაზიათან დაკავშირებით შემოსულ ყველა საკითხზე დროული რეაგირება (იქნება ეს სატელეფონო ზარი თუ წერილობითი კომუნიკაცია);
  • ინტერნეტ მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ანალიზი და ცოდნა;
  • კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის ატვირთვა, სტრატეგიული დალაგება, მონიტორინგი. 
  • პროგრამაში შეკვეთების ასახვა / მონიტორინგი;
  • ინტერნეტ მაღაზიაში განსათავსებელი პროდუქციიის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, ბაზრის მონიტორინგი და მომწოდებლებთან შეხვედრების განხორციელება. 
  • კომპანიის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებელელთან კომუნიკაცია /მონიტორინგი.
  • განვადებით შეძენილი პროდუქციის საბუთების სრული მონიტორინგი.
  • საგარანტიო ტალონების სიზუსტით შევსება;
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი;
  • ინტერნეტ მაღაზიის კლიენტებთან დაკავშირებით, პროდუქციის მიტანის მონიტორინგი;
  • მარკეტინგისა და შესყიდვების დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქციების, ფასებისა და პროდუქციის შესახებ;
  • სალარო პროცედურების დაცვა;
  • გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ახალი იდეებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით სტრატეგიაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • ვებ-სტრუქტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება CS Card-ის ცოდნას.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • სასურველია ერკვეოდეს საყოაფცხოვრებო ტექნიკის სპეციფიკაში.

პიროვნული თვისებები:

  • ინტერნეტ სივრცესთან ეფექტურად და სწრაფად ურთიერთობის კომპეტენცია;
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!