ფილიალის ადმინისტრატორი

მადარტი
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
17-11
17-12
900


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ადმინისტრატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინი

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)

საწყისი ანაზღაურება: 900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის ინტერიერის სისუფთავისა და ჰიგიენის კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური მართვა;
  • თანამშრომელთა ვიზუალური იერის (ფორმა, თავსაბურავი და ა.შ) მოწესრიგებულობის მონიტორინგი;
  • მაღაზიის თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა და რესურსების სწორად გადანაწილება;
  • თანამშრომელთა დასვენების დღეებისა და შესვენების საათების ოპტიმალურად გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
  • მაღაზიაში თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ეფექტურად განთავსების დროული უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის დონეზე მომხმარებელთან პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში დარჩენილ თანხობრივ ნაშთზე და მის ინკასაციაზე ზრუნვა;
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვის მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება..

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალის მართვის კუთხით;
  • რუსული ენის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!