მოლარე

მადარტი
Sales
Tbilisi
Vacancy
17-11
17-12


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარბლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: პეკინი

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • გაყიდული პროდუქციის გატარება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
  • მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!