განაწილების სპეციალისტი
Warehouse
Tbilisi
Vacancy
18-11
18-12
700
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ს და ასევე, საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას განაწილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე).
მოვალეობები:
- პროდუქციის განაწილება შესაბამის ობიექტებზე;
- გასანაწილებელი პროდუქციის ვადების, რაოდენობების და ვიზუალური მახასიათებლების შემოწმება
- განაწილების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მიზეზების გარკვევა და ხელმძღვანელებისთვის შეტყობინება;
- საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ტექნიკური, ბიზნესის ადმინისტრირება);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 05 დეკემბერი.