ბარისტა

MEAMA
Sales
Tbilisi
Vacancy
18-11
18-12
700 + ბონუსი


"მეამა" არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით

პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ.

ყავის ქარხანა "მეამა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

მეამა გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს (ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ);
  • გემრიელ და არომატულ ყავას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად
  • ანაზღაურება: ფიქსირებული (700 ლარი) + ბონუსი

კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:

  • ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
  • მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
  • ობიექტზე მიმდინარე სალარო ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები:

  • მნიშნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge 17 დეკემბრამდე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!