სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი

New Vision Insurance
Insurance
Batumi
Vacancy
18-11
18-12


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების სამსახურის უფროსი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სამუშაოს აღწერილობა:

  • სამედიცინო შემთხვევების რეგულირება და სადაზღვევო შემთხვევების მართვა

ფუნქცია მოვალეობები:

  • ფილიალში მისული მომხმარებლების მომსახურება და მათი სადაზღვევო შემთხვევების მართვა
  • დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და მიღება
  • გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება; თანხის გაცემა
  • სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა და მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
  • მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • უმაღლესი განათლება (სამედიცინო)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS OFFICE)
  • მომსახურების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნულობა:

  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი
  • პრეზენტაბელურობა

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებას!