FMCG პროდუქტების მერჩენდაიზერი

ავერსი ფარმა
Merchandising
ქუთაისი Batumi Telavi
Vacancy
18-11
30-11


შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას FMCG პროდუქტების მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ.ბათუმში, ქ.ქუთაისსა და ქ.თელავში

  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ობიექტების რაოდენობის მიხედვით); 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული. 
  • ავტომობილის/მოპედის  - ამორტიზაციისა და საწვავის ანაზღაურება; 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციის განლაგების, ფეისინგის და ფასმაჩვენებლების კონტროლი. 
  • სარეკლამო ინსტრუმენტების განთავსება კლიენტების სავაჭრო ობიექტებში. 
  • სავაჭრო ობიექტის ნაშთების ყოველთვიური აღწერა.  
  • კონკურენტული პროდუქტების სააქციო შეთავაზებების შესახებ ანგარიშის მომზადება.  
  • პროდუქციის ვადების კონტროლი 

 კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);  
  • საკუთარი ავტომობილის/მოპედის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად. 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;  
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;  
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • ოპერატიულობა, ორგანიზებულობა, სხარტი აზროვნების უნარი; 
  • შედეგზე ორიენტაცია;  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე:vacancy@aversi.ge(გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;

წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;  
  • დიპლომის ასლი;  
  • პირადობის მოწმობის ასლი;  
  • სარეკომენდაციო წერილები 

მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16  
ტელ:032  2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 032 2 910238 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი 2020 წ. 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.