სერვისის მძღოლი

GT Motors
Automotive service
Tbilisi
Vacancy
18-11
18-12


შპს „ჯი-თი მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას  სერვისის მძღოლის პოზიციაზე. 

კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.  

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 

სამუშაო განაკვეთი: 10:00სთ.-დან 18:00 სთ.მდე (დასვენების დღე კვირა). 

აუცილებელი მოთხოვნები 

  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა. 
  • მართვის მოწმობის B და C კატეგორია სავალდებულოა; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა; 

პიროვნული თვისებები 

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • იბარებს ავტომობილს მომხმარებლისგან/სერვისის მიმღებისგან; 
  • ავტომობილის ჩაბარებისას, მომხმარებლის თანდასწრებით მძღოლის სავარძელსა და საჭეზე უკეთებს დამცავ შალითას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იწყებს ავტომობილის ტრანსპორტირებას; 
  • ავტომობილის ნებისმიერ გადაადგილებას აღრიცხავს კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. 
  • ავტომობილის ტრანსპორტირებისას აღმოჩენილ ნებისმიერი ხარვეზის შესახებ აცნობებს სერვისის მიმღებს; 
  • ავტომობილის ტრანსპორტირებისას იცავს მოძრაობის წესებს და გადაადგილდება უსაფრთხოდ ; 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით  მისამართზე vacancy@gtmotors.ge  და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება; 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, 

გისურვებთ წარმატებას!