ტექნიკური ასისტენტი

თეგეტა მოტორსი
Automotive service
Tbilisi
Vacancy
19-11
19-12


კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის თანამდებობაზე.

  • ვაკანსიის კოდი: TGM0000787
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • კატეგორია: ინფრასტრუქტურული განვითარება
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
  • გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი.
  • ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • სისხარტე.

დამატებითი მოთხოვნა: ელექტრო მოწყობილობების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

  • ოფისისა და სერვის ცენტრის კარების მუდმივი მონიტორინგი, რეგულირება, შეზეთვა;
  • ფილიალის ტერიტორიაზე დროშების, ქვაფენილის, სანიაღვრე ჭებისა და საგზაო ნიშნების შემოწმება და წესრიგში მოყვანა;
  • მეორადი ზეთის ამოტუმბვა და მანქანაზე დატვირთვა;
  • დაზიანებული სკამების აღდგენა;
  • სარეკლამო ბანერების მონტაჟი და დემონტაჟი;
  • საოფისე ავეჯის აწყობა, დაშლა და შემდგომ საწყობში გადატანა;
  • გენერატორში საწვავის კონტროლის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი შევსება;
  • გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ფილტრებისა და გარე ბლოკების გარეცხვა-გასუფთავება;
  • სველ წერტილებში წყალმომარაგების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ტრაპების გასუფთავება, მოწესრიგება;
  • განათების, ელექტროობის, ტრანსფორმატორის შემოწმება;
  • ელ.კარადების დათვალიერება და მათი გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • ოფისის, სერვისისა და ფილიალის გარე ტერიტორიაზე დაზიანებული სანათების აღდგენა და ნათურების შეცვლა.
  • ჰაერის კომპრესორის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/787

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!