ელექტრონული პროდუქტების მენეჯერი
Information technology
Tbilisi
Vacancy
19-11
19-12
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მენეჯერის (Product Owner) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
პოზიციის მიზანი:
- კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მართვა და საპორტის მენეჯმენტი.
 
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის ელექტრონული პროდუქტების (PayBox-ების პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონული საფულე http://www.oppa.ge და საფულის მობილური აპლიკაცია) მხარდაჭერა და მართვა;
 - კომპანიის ელექტრონული პროდუქტებისა და არსებული ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;- ელექტრონული პროდუქტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
 - პროგრამულ სამსახურთან და სხვა შესაბამის რგოლებთან მუდმივი ურთიერთობა პროდუქტების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად;
 - ელექტრონული პროდუქტების განვითარებაში მუდმივი ჩართულობა;
 - ელექტრონულ პროდუქტებთან დაკავშირებული პროექტების მართვა;
 - პროდუქტებთან დაკავშირებული რეპორტინგი და მონაცემების მუდმივი ანალიზი;
 - მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
 
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან აიტის მიმართულებით;
 - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
 - აიტი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
 - ინგლისური ენის ცოდნა.
 
უნარები:
- ორგანიზებული;
 - დეტალებზე ორიენტირებული;
 - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 - გუნდური მუშაობის უნარი;
 - მართვის უნარი;
 - მოტივირებული.
 
ჩვენ ვეძებთ:
- სიახლეების და კრეატივის მოყვარულ ადამიანს რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად შექმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
 
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
 - იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
 - განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.