ფარმაცევტი

ნეოფარმი
Pharmacy
Tbilisi
Vacancy
19-11
19-12


შპს "ნეოფარმი +" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

"ნეოფარმი"-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განრიგი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება; მათთვის კონსულტაციის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • მომხმარებელისთვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
  • პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლსა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება(განიხილებიან სტუდენტებიც);
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 54 50 97 ან +995 574 25 25 62

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!