დისტანციური მომსახურების საკრედიტო ოფიცერი
კრისტალი
Finance
Tbilisi Rustavi Gori Xashuri Telavi
Vacancy
17-12
17-12
Finance
Tbilisi Rustavi Gori Xashuri Telavi
Vacancy
17-12
17-12
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მომსახურების საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი, რუსთავი, გორი, ხაშური, თელავი
სამუშაო სპეციფიკა: დისტანციური
"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.
"კრისტალი" გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება სატელეფონო არხის გამოყენებით;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
- წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში სესხის განაცხადის მიღება და დამუშავება;
- განაცხადის მიღება, მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში გადამისართება;
- დაკრედიტებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომხმარებლისათვის გაცნობა;
- შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება დ ხელმოწერის უზრუნველყოფა შესაბამისი წესით;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- საფინანსო სექტორში ან/და ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითლება უპირატესობად);
- ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (ჩაითლება უპირატესობად);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- გამართული მეტყველების უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.