რესტორნის და მაღაზიის მენეჯერი

Gastronome
Manager
Tbilisi
Vacancy
25-11
25-12


დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Gastronome • გასტრონომი აცხადებს ვაკანსიას რესტორნის და მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

ლოკაცია : თბილისი/დიღომი/ბელიაშვილის ქუჩა

გახსნის თარიღი: 15 დეკემბერი (სავარაუდო)

რესტორნის კონცეფცია: იტალიური სამზარეულო

ძირითადი მოვალეობები:

  • რესტორნისა და მაღაზიის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (მზარეული, მიმტანი, კონსულტანტი, მოლარე და ა.შ.)
  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის/მენიუს დეტალური გაცნობა
  • მარაგების და ნაშთების კონტროლი
  • პროდუქტების გეგმიური ინვენტარიზაცია
  • სალაროს კონტროლი
  • ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვა (გლოვო, ვოლტი და ა.შ. )
  • გაყიდვების სტატისტიკის  წარმოება
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი
  • მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი

მოთხოვნები/უნარები:

  • მინიმუმ 5  წლიანი სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის (HORECA), საცალო ვაჭრობის სფეროში
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე  ცოდნა
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge ;  განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა:  30  ნოემბერი,  2020.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.