დაზღვევის ანაზღაურების მენეჯერი

New Vision Insurance
Insurance
Tbilisi
Vacancy
25-11
25-12


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: დაზღვევის ანაზღაურების უფროსი მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

  • შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება
  • განაცხადების მიღება და დამუშავება
  • ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება და პროგრამაში ასახვა
  • დაზღვეულისთვის გადაწყვეტილების გაცნობა
  • ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების აქტის მომზადება
  • პროვაიდერ პროფილაქტიკებთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით)
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • მანქანის მართვის მოწმობა-B კატეგორია

უნარ-ჩვევები:

  • მოტივირებული
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • გუნდური
  • მოლაპარაკებების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწრაფად განვითარების შესაძლებლობას
  • მომხმარებელზე, თანამშრომელზე ორიენტირებულ კულტურას
  • მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@nvi.ge

გისურვებთ წარმატებას!