პრისელერი

თეგეტა მოტორსი
Distribution
Tbilisi
Vacancy
25-11
25-12


"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

  • ვაკანსიის კოდი: TGM0000781
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • კატეგორია: დისტრიბუცია
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
  • გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
  • გამოცდილება დისტრიბუციაში: 1 წელი.
  • განათლება: ბაკალავრი.

ენები:

  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი

უნარები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

  • ავტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია.

სამუშაოს აღწერა:

  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
  • კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციისა და სარეკლამო მასალების განახლება / დალაგება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირება;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
  • შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/781

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 16 დეკემბერი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!