განაწილების სპეციალისტი

ფუდსერვისი
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
25-11
25-12
700


სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ს და ასევე, საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას განაწილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40

ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე).

მოვალეობები:

  • პროდუქციის განაწილება შესაბამის ობიექტებზე;
  • გასანაწილებელი პროდუქციის ვადების, რაოდენობების და ვიზუალური მახასიათებლების შემოწმება
  • განაწილების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მიზეზების გარკვევა და ხელმძღვანელებისთვის შეტყობინება;
  • საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ტექნიკური, ბიზნესის ადმინისტრირება);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 05 დეკემბერი.