უნივერსალური ელექტრიკოსი

Mr Master
Energy
Tbilisi
Vacancy
15-07
15-09
1800-2300


კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ელექტრიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის "B" კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;
  • გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში.

ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა/კოლეგიალურობა.

უნივერსალური ელექტრიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჭაღი/ბრა/არმსტრონგის სანათის დემონტაჟი/მონტაჟი/გადაკეთება დიოდურ ნათებაზე;
  • ჩამრთველის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • ელ.ავტომატის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • ელ.სადენის მოჭიმვა, ღია/დახურული გაყვანილობა;
  • დაზიანებული მონაკვეთის პოვნა/აღდგენა. (ე.წ. "პრაზვონკა");
  • სენსორული განათების მონტაჟი;
  • დენის მრიცხველის ერთფაზა/სამფაზა დემონტაჟი/მონტაჟი;
  • ფაზის გადაადგილება;
  • ცენტრალური ელ.ფარის აწყობა;
  • გენერატორის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელზე ასაღებ ანაზღაურებას: 1800-2300 ლარს;
  • ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
  • კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება), ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: (032) 2 404 404, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის 24.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!