გაყიდვების კონსულტანტი

ალტა რითეილი
Sales
Tbilisi
Vacancy
19-07
19-09


შპს „ალტა რითეილი“-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 11 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

„ალტა რითეილი“-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით,  მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

კომპანია „ალტა“ აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული  ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების გახორციელებაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა რითეილ“-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.