დამხმარე ბუღალტრე

Biblusi
Accounting
Tbilisi
Vacancy
29-03
29-04


წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 65 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • საბანკო ტრანზაქციების პროგრამულად ასახვა პერიოდის დახურვის უზრუნველსაყოფად;
  • რეალიზაციების დოკუმენტების სიზუსტის შემოწმება და კონტროლი;
  • ხარჯების დარიცხვა და პროგრამულად გატარება;
  • მომწოდებლებთან ანგარიშწორების წარმოება;
  • საქვეანგარიშო თანხების კონტროლი და ჩამოწერა;
  • ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა/ჩამოტვირთვა/გატარება;
  • ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამისი ანგარიშწორების უზრუნველყოფა;
  • კომუნალურების კონტროლი და შემდგომ ანგარიშწორება;
  • მთავარი ბუღალტრის მიერ დადელეგირებული საქმის ოპერატიულად შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

  • საბუღალტრო პროგრამის (1C) საბუღალტრო მოდულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ქსელურ/რითეილ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული ვაკანსიის

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.49

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს. გისურვებთ წარმატებას!