ფინანსური ანალიტიკოსი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
Finance
Tbilisi
Vacancy
13-01
13-02


„კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს,

KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას

შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას  ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია -მოვალეობები:

  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა /დამუშავება
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის პერიოდული ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან
  • მომგებიანობის ანალიზი სხვადასხვა ჭრილში
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება , მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან
  • საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • Excel -ის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების  საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:                 

  • ანალიტიკური  აზროვნების უნარი
  • დროის მართვის უნარი    
  • დეტალებზე ორიენტირებულობა  
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შედეგებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ(CV) ფოტოსურათით,  ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge  

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ფინანსური ანალიტიკოსი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდითვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!