უმცროსი სესხის ოფიცერი

კრედო ბანკი
Finance
Kakheti
Vacancy
01-02
01-03


კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სესხის ოფიცერის პოზიციაზე კახეთში.

კრედო ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 75 ფილიალით.  2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია

და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციურ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის
  • პირობების გაცნობა და შეთავაზება;
  • კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნვეყოფა;
  • სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცერის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
  • გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
  • მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინიციატივის მქონე;
  • ყურადღებიანი;

გამოაგზავნე შენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge წერილის სათაურში მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ქალაქი, მაგალითად: „უმცროსი სესხის ოფიცრი გურჯაანში “

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 14 თებერვალი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული

კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ

გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული

იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.