პრობლემური სესხის ოფიცერი

კრედო ბანკი
Finance
Kakheti
Vacancy
01-02
01-03


სს  ,,კრედო ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხის ოფიცრის პოზიციაზე კახეთის რეგიონში (საგარეჯო, გურჯაანი)

სს  ,,კრედო ბანკი“ არის  კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. 

ს.ს ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს ,,კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა,

რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები;

სამუშაო ადგილის მიზანი:

პრობლემური სესხების ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის  მიერ გაცემული პრობლემური სესხების ადმინისტრირება/ამოღებაზე, რაც გამოიხატება  

სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით  ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება  რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.
  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან  ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (იურიდიული, ან ეკონომიური მიმართულებით);
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად,  აღმასრულებლად  ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • სასურველია ავტომობილის ყოლა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, მაგალითად: „პრობლემური სესხის ოფიცერი საგარეჯოში“

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 14 თებერვალი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული

კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ

გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე

ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს,

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.