ბრენდ მენეჯერი

Europroduct
Manager
Tbilisi
Vacancy
12-02
12-03


შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში. ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის „ევროპროდუქტის“ გახსნა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

http://www.europroduct.ge;

ძირითადი ვალდებულებები: 

  • ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
  • ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება;
  • მაღაზიათა ქსელის პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება და გაცნობა / პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
  • გაყიდვების ანალიზი; 
  • გაყიდვების გეგმების შედგენა; გაყიდვების მონიტორინგი; გაყიდვების სტიმულირება;
  • მარაგების მართვა;
  • პარტნიორებთან ურთიერთობა; მოლაპარაკებების წარმოება; ხელშეკრულებების გაფორმება / განახლება;
  • ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
  • პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა;
  • რეპორტინგი;

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების და/ან მსგავს დარგში;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!