ინკასატორი

Oppa
Finance
Tbilisi
Vacancy
02-02
02-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს - http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ინკასირება და ტექნიკური მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
  • სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ინკასაცია;
  • სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება;
  • ტექნიკური პრობლემების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

უნარები:

  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს ორგანიზება;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში.
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oppa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.