ბუღალტერი

Oppa
Accounting
Tbilisi
Vacancy
02-02
02-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი: ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობისა და IFRS სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება-გატარება;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
  • საგადასახადო პორტალზე მუშაობა;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • წარმოების აღრიცხვიანობა და მისი სიზუსტის კონტროლი;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ბუღალტრული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • IFRS-ს სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ACCA-ს საწყისი დონისა და F7 გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბუღალტრო პროგრამა Oris-ის და FMG-ის ცოდნა;
  • ექსელის სრულყოფილი ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

  • გუნდური მუშაობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პროფესიულ ზრდასა და წარმატებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.