საწარმოს ჯგუფის უფროსი

ელთიბი
Production
Tbilisi
Vacancy
02-02
02-03


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა
  • სამუშაოს გადანაწილება ჯგუფის წევრებზე
  • საწარმოო მომსახურებისთვის შემოსული პროდუქციის მიღება/განთავსებაში მონაწილეობის მიღება
  • დასამუშავებელი მასალის დახარისხება და შემდგომი ოპერაციის განსაზღვრა
  • არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირება და მოვლა
  • შესაღები მასალის დამუშავება/გახეხვა
  • მენეჯერული აღრიცხვისთვის შემუშავებულ ფორმაში ინფორმაციის ასახვა
  • ახალმიღებული თანამშრომლების სწავლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

კომპეტენციები:

  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • გუნდის ლიდერობა
  • პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზი
  • ხარისხზე ორიენტირება
  • ინოვაცია
  • პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმოს ჯგუფის უფროსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.