ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი

ელთიბი
Manager
Tbilisi
Vacancy
02-02
02-03


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადამიანური კაპიტალის მართვის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, პროცედურების შექმნა და დანერგვა
  • მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება/განახლება და შესრულების კონტროლი
  • შინაგანაწესის პერიოდული გადახედვა/განახლება.
  • ორგანიზაციის მართვის და განვითარების პროცესში მონაწილეობა
  • თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის მართვა
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების და სხვა თანმდევი დოკუმენტაციის ადმინისტრირება
  • თანამშრომლებთან უკუკავშირის პროცესის ორგანიზება და HR სამსახურის უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა
  • თანამშრომელთა კმაყოფილების პერიოდულად კვლევა, შედეგების გაანალიზება და შეჯამება
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის მართვა
  • სამოტივაციო სისტემის მართვა
  • თანამშრომელთა სწავლება/განვითარება.

განათლება/გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება
  • არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების კუთხით, სასურველია მმართველ პოზიციაზე.

კომპეტენციები:

  • ხედვა/სტრატეგიული აზროვნება
  • მართვა
  • შედეგზე ორიენტირება
  • ურთიერთობების მართვა.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!