საოპერაციო დირექტორი

Gastronome
Administration
Tbilisi
Vacancy
04-02
04-03


დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Gastronome • გასტრონომი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე. https://www.facebook.com/GastronomeGeorgia

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საოპერაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება
  • საოპერაციო ბიზნეს პროცესების აწყობა, ანალიზი და ოპტიმიზაცია
  • სწორი მერჩენდაიზინგის შემუშავება და დანერგვა ობიექტებზე
  • საფილიალო ქსელის და საწყობის კონტროლი საოპერაციო კუთხით
  • პროდუქციის გაყიდვების ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დანერგვა
  • ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება და მარჟების კონტროლი
  • საიტისა და სხვა გაყიდვების არხების კონტროლი და ანალიზი
  • საწყობისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის მაღაზიაში პროცესების გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება
  • პროცესემის ოპტიმიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხების შემუშავება და გადაწყვეტა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
  • მაგისტრის ხარისხს მიენიჭება უპირატესობა
  • სავალდებულოა საცალო ვაჭრობის სფეროში მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცილება
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • გუნდის მართვის უნარი

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა:  12 თებერვალი  2021.