უნივერსალური ხელოსანი

ელთიბი
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
04-02
04-03


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საოფისე ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის სივრცეების სამშენებლო/სარემონტო/შესაკეთებელ სამუშაოებში ჩართვა და სწრაფად მოგვარება;
  • ელექტროგაყვანილობის, სანტექნიკის და ა.შ. გამართულობის უზრუნველყოფა;
  • შიდა და გარე ინტერიერის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება;
  • საჭიროებისამებრ, საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
  • სამეთვალყურეო კამერების და კომპიუტერული ქსელების დაკაბელებაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობა და მხარდაჭერაზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უნივერსალური ხელოსანი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.