ასორტიმენტის განვითარების სპეციალისტი

ელთიბი
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
04-02
04-03


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ასორტიმენტის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ასორტიმენტის განვითარების და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ნომენკლატურის აღწერა, ალტერნატივა, მაკომპლექტებელი ველების შევსება და მართვა;
  • ნომენკლატურის სურათების, ფასმაჩვენებლებისა და დასახელებების გამართვა;
  • ახალი პროდუქტების დანერგვის მხარდაჭერა;
  • პროდუქციის შესახებ ტესტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი პროდუქტების დანერგვის მხარდაჭერა;
  • ასორტიმენტის და მომწოდებელი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მართვა;
  • ახალი პროდუქტების მახასიათებლების მოძიება და ცნობარის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ასორტიმენტის განვითარების სპეციალისტი".

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!