სტაჟირება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
Insurance
Tbilisi
Internship
05-02
05-03


სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს სტაჟირებას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში.

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 18:00)

სტაჟირების ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 თვე (არაანაზღაურებადი)

სტაჟიორი ავტო სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტებს ასისტირებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:

  • ავტო სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრა;
  • დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
  • დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია, შესაბამისი დასკვნის და აქტის მომზადება;
  • ავტო სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია ინფორმაციის დამუშავების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით კი, Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 14 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სტაჟირება.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.