წარმოების ხელმძღვანელი

მეგადორსი
Production
Tbilisi
Vacancy
08-02
08-03


კომპანია „მეგადორსი“ აცხადებს ვაკანსიას ლითონის ფურცლის დასამუშავებელი საწარმოს წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მეგადორსი კარის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებს როგორც სერიული მოდელის და ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ კარს, ასევე ლითონის ფურცლისაგან დამზადებულ ნებისმიერ ნაკეთობას.  კომპანის აქვს  ISO სერტიფიკატი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • ლითონის ფუნრცლის დასამუშავებელ დანადგარებზე მუშაობის პროცესის მართვა
  • ჩარხების ექსპლუატაციის მონიტორინგი
  • ლითონის საწარმოში დასაქმებული ოსტატებისთვის დავალებების მიცემა და შესრულების მონიტორინგი
  • წარმოების გეგმების მიხედვით საწარმოო პროცესების დაგეგმვა
  • ახალი პროდუქტების შექმნაში ჩართულობა
  • წარმოების სტაჟიორებისთვის პროცესის ახსნა და დანადგარებით მუშაობის სწავლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ლითონის ფურცლის დასამუშავებელ წარმოებაში
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • სასურველია წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • ქარხანაში არსებულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება

საწარმო აღჭურვილია შემდეგი თანამედროვე ციფრული ჩარხებით:

  • ლითონის 12 მმ-მდე სისქის ფურცლის ლაზერით ჭრის დანადგარი
  • ლითონის 10 მმ-მდე სისქის ფურცლის ციფრული  საჭრელი გელიოტინი
  • ლითონის 10 მმ-მდე სისქის ფურცლის ციფრული საღუნი პრესი
  • 40 და 130 ტონიანი ექსცენტრიკული დარტყმითი პრესი
  • სტატიკური (ფხვნილით) თერმული ღებვის ხაზი
  • კემპით შედუღების აპარატი

კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, მზარდ და განვითარებად გარემოში საინტერესო პროექტებზე მუშაობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოაგზავნეთ CV ელ. მისამართზე: info@megadoors.ge

ან დაგვიკავშირდით: +995 577210001

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი