HR ჯენერალისტი

მეგადორსი
Human Resources
Tbilisi
Vacancy
08-02
08-03


კომპანია „მეგადორსი“ აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

მეგადორსი კარის მწარმოებული ISO სერტიფიკატის მფლობელი ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებს როგორც სერიული მოდელის,  ასევე ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ კარს. 

თუ გსურთ თქვენი საყვარელი საქმით გახდეთ ქართული წარმოების განვითარების თანამონაწილე „მეგადორსში“; თუ გაქვთ უკვე სათანადო გამოცდილება იმისთვის, რომ შეძლოთ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი და სტაბილურად მზარდი საჭიროებებისათვის კომპანიის უზრუნველყოფა სხვადასხვა რანგის და სპეციალობის კადრებით;

თუ გაქვთ შესაბამისი მოტივაცია გააკეთოთ მაქსიმუმი მწირი ადამიანური რესურსებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში და იყოთ მთავარი შემოქმედი კომპანიის ამბიციური მიზნების მიღწევაში - მეგადორსის გუნდი მოუთმენლად გელით

ძირითად ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის დირექტოთან ერთად ორგანიზაციის სტრუქტურაზე მუშაობა და შექმნა
  • სტრუქტურის შესაბამისად დეპარტამენტების და თანამშრომლების განაწილება პოზიციებზე დირექტორთან და ინდივიდუალურად დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად
  • ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შესაბმისად თითოეული თანამშრომლის ფუნქცია/მოვალეობების განსაზღვრვა და სამუშაო აღწერილობების მომზადება
  • პერსონალის ადმინისტრირება - საკადრო შინაარსის პროცესების მართვა
  • თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის / ბრძანებების ადმინისტრირება
  • ISO სტანდარტების მიხედვით კომპანიის შესაბამისი კანდიდატებით უზრუნველყოფა და შერჩევის სრული პროცესის მართვა
  • ISO სტანდარტების მიხედვით ადმინისტრაციული დოკუმენტების ორგანიზება

პასუხისმგებელია:

  • იზრუნოს კომპანიის იმიჯზე, როგორც კარგ და პასუხისმგებლიან დამსაქმებელზე
  • იზრუნოს თანამშრომლების მოტივაციაზე
  • იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე
  • იზრუნოს კომპანიისთვის შესაბამი კვალიფიკაციის კანდიდატებით უზრუნველყოფაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტირების მიმართულებით
  • ადამიანური რესურსები მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის  მაღალ დონეზე ცოდნა
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა

კომპანია გთავაზობთ მზარდ და განვითარებად გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: info@megadoors.ge ან დაკვიშრდით შემდეგ ნომერზე: ​+995 577 210001

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.