ლოჯისტიკის და ადმინისტრაციული სამსახურის მენეჯერი

მეგალაბი
Manager
Tbilisi
Vacancy
08-02
08-03


"მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და ადმინისტრაციული სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები:

  • ლაბორატორიაში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების პროცესის კონტროლი;
  • ლაბორატორიაში სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის შესყიდვების მოთხოვნის ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  • ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესის კონტროლი;
  • სამედიცინო აპარატურისა და ლაბორატორიული დანადგარების მეთვალყურეობაში მონაწილეობის მიღება;
  • ლაბორატორიაში არსებულ სერვისებისათვის საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო საწყობში დეფიციტური მარაგების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია ლოჯისტიკის, შესყიდვების და/ან ტექნიკური საკითხების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • პრიორიტეტულია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლობა;
  • პასუხისმგებლობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.