არქიტექტორი/დიზაინერი

პსპ ფარმა
Designer
Tbilisi
Vacancy
08-02
08-03


კომპანია „პსპ ფარმა“  აცხადებს ვაკანსიას  არქიტექტორი/დიზაინერის თანამდებობაზე

ფუნქცია-მოვალეობები

  • შენობის/ფართის აზომვა და არქიტექტურული ნახაზის შესრულება კომპანიის ბრენდის გათვალისწინებით;
  • სავაჭრო ობიექტების ინვენტარის ნახაზის შესრულება და 3D მოდელირება;
  • სავაჭრო ობიექტებისათვის დიზაინის ელემენტების შექმნა;
  • ცალკეული ობიექტების დეკორაციის კონცეფციის შემუშავება და შესრულება;
  • შენობის/ფართის ფასადის შეთანხმება ქალაქების არქიტექტურულ სამსახურებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადები;
  • ArchiCAD; 3D Max, Photoshop-ის ცოდნა აუცილებელია;
  • Illustrator, InDesign, Corel draw-ის ცოდნა სასურველია;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.

უნარები და პიროვნული თვისებები

  • კრეატიულობა;
  • ინიციატივიანობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო  ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.