პრომო გოგონა

ავერსი ფარმა
Marketing/Advertising/PR
Tbilisi
Vacancy
09-02
09-03


შპს „ავერსი–ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგონას პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • თვითმომსახურების აპარატით მომხმარებლის დაინტერესება და მისი მომსახურებით სარგებლობაზე  დახმარება;
  • პოტენციურ მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
  • რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
  • ობიექტზე შესრულებული სამუშაო დავალების რეპორტინგი მენეჯერთან;

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა; (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
  • პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, აქტიურობა,
  • თავაზიანობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი;

სამუშაო საათები:13:30–დან 18:30სთ–მდე  

ანაზღაურება - გამომუშავებით

მუშაობის პერიოდი - ორი კვირა.

ლოკაციები :  საბურთალო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.

  • ფოტოსურათი 3X4 1ც.
  • დიპლომის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22.02. 2021 .

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.