უფროსი ბუღალტერი

Carfest
Accounting
Tbilisi
Vacancy
10-02
10-03


კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე, ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მათი შეძენა საზღვარგარეთ და იმპორტი საქართველოში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

  •  ავტომობილების შესყიდვა/რეალიზაციების შესაბამისი გატარებების მომზადება;
  •  ბუღალტრული გატარებების (ადმინისტრაციული ხარჯების და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
  •  ძირითადი საშუალებების/არამატერიალური აქტივების აღრიცხვა და კონტროლი;
  •  ანალიტიკური აღრიცხვის წარმოება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
  •  ფინანსურ პროგრამაში ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
  •  ზედნადებების/ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
  •  საგადასახადო დეკლარაციებისთვის საჭირო ფაილების მომზადება;
  •  თვის ფინანსური დახურვისთვის საჭირო სხვა ამოცანების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით;
  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით;
  •  ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  •  MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  მათემატიკური უნარები;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  •  ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  •  განვითარებაზე ორიენტირებული.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  •  გასაუბრება;
  •  ტესტირება Excel-სა და ბუღალტერიაში;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - უფროსი ბუღალტერი.

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.