სერვის ადმინისტრატორი

Carfest
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
10-02
10-03


კომპანია ქარფესტი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მათი შეძენა საზღვარგარეთ და იმპორტი საქართველოში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
  • ოფისის საკანცელარიო და სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების პროგრამული აღრიცხვა;
  • შემოსული კლიენტების მიღება-გადამისამართება ან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
  • ოფისის კორპორატიულ იერსახეზე ზრუნვა;
  • ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მითერი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი);
  • მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი
  • კეთილგანწყობილება და თავაზიანობა
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - სერვის ადმინისტრატორი

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.