ავტომობილების ტექნიკური ექსპერტი

Carfest
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
10-02
10-03


კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ექსპერტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მათი შეძენა საზღვარგარეთ და იმპორტი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

  •  დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების შეფასება.
  •  ავტონაწილების (ახალი, მეორადი) მოძიება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
  •  ავტომობილების შერჩევის, შეძენის, შეკეთებისა და გაყიდვის პროცესში მონაწილეობა.

აუცილებელი უნარები:

  •  მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების/ავტონაწილების კარგად ცოდნა.
  •  ავტონაწილების ბაზრის (ახლები, დაშლილები, საქართველო, უცხოეთი) კარგად ცოდნა.
  •  ავტომობილის ხელოსნებთან ურთიერთობის და მანქანების შეკეთების გამოცდილება.
  •  ამერიკის აუქციონებთან (Copart, IAAI) მუშაობის გამოცდილება.
  •  სასურველია ამერიკიდან მანქანების ჩამოყვანის, შეკეთების და გაყიდვის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

  •  8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.
  •  კარგი ანაზღაურება.
  •  კარიერული და პიროვნული ზრდის კარგი შესაძლებლობა.
  •  მეგობრული გუნდი და ძალიან კარგი ატმოსფერო.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ავტომობილების ტექნიკური ექსპერტი".