ტერმინალების მომსახურების ტექნიკოსი

Oppa
სპეციალისტი
Kakheti
Vacancy
10-02
10-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების ტექნიკოსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: კახეთი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  •  ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  •  დაბალლიტრაჟიანი ავტომობილის ფლობა;
  •  მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  •  უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  •  ქსელში არსებული ტერმინალების დიაგნოსტიკა და ტექნიკური გამართულობა;
  •  მოწყობილობის გასუფთავება;
  •  საჭიროების შემთხვევაში ინკასაცია;
  •  ტერმინალის ამოცვლა ან/და გადაადგილება.

უნარები:

  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  გუნდურობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  სამუშაოს ორგანიზება;
  •  სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  •  შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  •  იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  •  განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.