საწყობის მტვირთავი

IDS BORJOMI TBILISI
Warehouse
Borjomi
Vacancy
11-02
11-03


სადისტრიბუციო კომპანია შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს საწყობის მტვირთავის ვაკანსიას.            

ადგილმდებარეობა: ქ. ბორჯომი, ლიკანი, მესხეთის #34.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (ცვლები, წინასწარ დადგენილი გრაფიკით).      

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსი გამომუშავებით.

მოვალეობები: 

  • პროდუქციის გადმოტვირთვა/დატვრითვა პროდუქციის მიღებისას / გაცემისას
  • პროდუქციის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე
  • პროდუქციის დასაწყობება დადგენილი წესის მიხედვით; ყოველი პროდუქტისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას,  უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით
  • ზრუნავს სამუშაო ადგილის სისუფთავეზე
  • ახარისხებს წუნდებულ საქონელს და განალაგებს სახეობების მიხედვით

ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პატიოსნება;
  • ანალიზისა და გამოთვლების წარმოების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქ. ბორჯომში, ლიკანში ან მიმდებარე სოფლებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის მტვირთავი ბორჯომში.

შეგიძლიათ ასევე მიბრძანდეთ ოფისში ლიკანი, მესხეთის ქ. #34-ში და ადგილზე შეავსოთ რეზიუმეს ფორმა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.