Senior .Net დეველოპერი

Vabaco
Information technology
Tbilisi
Vacancy
11-02
11-03
5500-7000


პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს Senior .Net დეველოპერს რომელიც დაგვეხმარება ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core), WCF);
  • რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (REST) მუშაობის გამოცდილება
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპების ცოდნაა და აღქმა;
  • SOLID პრინციპების ცოდნა;                     
  • პროექტირებისა და პროგრამირების პატერნების ცოდნა;
  • ვებ პროგრამული უზურნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე.
  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - 5,500-7,000 ლარი ხელზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Senior .Net Developer