სამშენებლო პროექტების მენეჯერი

ელემენტ კონსტრაქშენი
Manager
Tbilisi
Vacancy
12-02
12-03


სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციეაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
  • პროექტის გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • სამშენებლო საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების კონტროლი;
  • ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ბიზნესში;
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს);
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (+ MS პრიმავერა).

უნარ-ჩვევები:

  • მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ec.ge 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.