კატეგორიის მენეჯერი

Europroduct
Manager
Tbilisi
Vacancy
12-02
12-03


შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge; https://www.facebook.com/europroductcareer

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

თბილისი: თბილისი, ავჭალა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამუშაო ასორტიმენტში არსებული ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის, ბრენდის მოძიება.
  • არსებული მომწოდებლის პროდუქტის პორტფოლიოს სიახლეებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება.
  • ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და შესაძლებლობების რაოდენობრივი ანალიზი. (მისი კატეგორიის ფარგლებში).
  • გაყიდვების დაგეგმვა. (ბაზრის ანალიზი, წილები ანალიზი, სეზონურობის და ა.შ.).
  • ფასთწარმოქმნის ანალიზი (საცალო, საბითუმო), კონკურენტების ანალიზი.
  • ტენდენციების ანალიზზე დაყრდნობით მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება.
  • კატეგორიაში შესყიდვების, გაყიდვების და მარაგების ანალიზი მუდმივ რეჟიმში.
  • კომერციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მობრუნებების და ვადაგასული პროდუქტის კონტროლი.
  • პროდუქტის ფასნამატის დადგენა, კატეგორიის ჯგუფის საერთო მარჟინალობის ანალიზი კომერციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად.
  • კატეგორიაში ჯგუფის და ასევე მომწოდებლის პორტფოლიოს მომგებიანობის ანალიზი.
  • არსებული ასორტიმენტის ანალიზი, პორტფოლიოს განახლებით (ახალი სახეობის დამატება, ნაკლებად რეალიზებადი და არალიკვიდური პროდუქციის ამოღება).
  • საკუთარი ობიექტების კონკურენტი ქსელების მონიტორინგი, ანალიზი კომპანიის სტრატეგიიდან, ინტერესებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე.
  • კომპანიაში დასახული სტრატეგიების გათვალისწინებით, სავაჭრო სივრცეებში პროდუქციის ასორტიმენტი განთავსება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში.
  • Non food-ის კატეგორიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.