ბარისტა

ნიკორა ტრეიდი
Barista
Tbilisi
Vacancy
12-02
12-03
450-500


სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქ. თბილისში, დიღმის მასივში, დ. აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ფილიალში.

ანაზღაურება: 450-500 (გრაფიკის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება.
  • ნახევარფაბრიკატების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ბარისტა" ან დაგვიკავშირდით ნომრებზე +995 591 04 08 48; +995 591 04 08 40

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!