კონსულტანტი
Sales
Tbilisi
Vacancy
19-03
19-04
500 + ბონუსი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.
ჰიპერმარკეტი „დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ ფოინთის და დიდი დიღმის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
- კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
- მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
- საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
- დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
- დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
- გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
- ისთფოინთის ფილიალი: 09:00-22:00;
- დიდი დიღმის ფილიალი: 09:00-21:00;
- ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი;
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
შერჩევის ეტაპები:
- CVის გადარჩევა
- ტესტირება
- გასაუბრება
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!